ახალი ამბები

ზურაბ წერეთელი მოსკოვის მერიიდან დაითხოვეს

27 თებერვალი, 2012 •
ზურაბ წერეთელი მოსკოვის მერიიდან დაითხოვეს

სკულპტორი და რუსეთის ხელოვნების აკადემიის დირექტორი ზურაბ წერეთელი რუსეთის მერის, სერგეი სობიანინის გადაწყვეტილებით მერიაში დაკავებული თანამდებობიდან დაითხოვეს. ამის შესახენ ცნობებს რუსული საიტები ავრცელებენ.

მოსკოვის მერიის პრეს–სამდივნოში ჟურნალისტებს განუცხადეს, საკადრო ცვლილებები დაკავშირებულია იმასთან, რომ მერის მრჩეველები– ლუდმილა შვეცოვა და ვლადიმირ რესინი– სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების შემდეგ “Единая Россия”–ს დეპუტატები გახდნენ და მოსკოვის მმართველობა დატოვეს. მათთან ერთად თანამდებობა 25–მა ადამიანმა დატოვა, მათ შორის მხატვარმა ზურაბ წერეთელმაც, რომელიც შვეცოვას თანამოაზრედ ითვლებოდა.

გარდა ამისა, ქალაქის მერიიდან დაითხოვეს  მოსკოვის არქიტექტურის კომიტეტის დირექტორის მოადგილე ანატოლი ზობნინი. მაღალჩინოსნებმა თანამდებობა “საკუთარი ინიციატივით პენსიაზე გასვლის გამო” დატოვეს.

იური ლუჟკოვის მერობის პერიოდში მოსკოვში  წერეთლის არაერთი სკულპტურა დაიდგა. ერთ–ერთი მათგანი სანაპიროზე მდგარი პეტრე I-ის ქანდაკებაა, რომლის დადგმაც არქიტექტურის სპეციალისტებისა და ფართო საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია. უკმაყოფილება იმდენად დიდი იყო, რომ მისი აფეთქების მცდელობასაც კი ჰქონდა ადგილი.

utro.ru -ს ცნობით, მოსკოვის მერიაში ცვლილებების შედეგ გავრცელდა ხმა, რომ წერეთლის სკულპტურები შესაძლოა აეღოთ, ან გადაეტანათ, თუმცა მისი ყველა ნამუშევარი ადგილზე დარჩა. პეტრე პირველის ძეგლის გადატანასთან დაკავშირებით მაღალჩინოსნებმა პროტესტი გამოთქვეს, რადგან, მათი თქმით, ასეთი ოპერაცია დაახლოებით 1 მილიარდი რუბლი დაჯდებოდა.

მოსკოვის მერიაში ცვლილებების შემდეგ ზურაბ წერეთელმა საქართველოსთან გაააქტიურა ურთიერთობა – თბილისში, ავლაბარში, დადგეს მისი “მიმინოს” ქანდაკება, რომელსაც მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა.

წერეთელმა თბილისში მისი სხვა ნამუშევრებიც ჩამოიტანა, მათ შორის საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის ძეგლი.

წერეთელი: პატივს ვცემ პატრიარქს და ამიტომ გადავწყვიტე მისი ძეგლის შექმნა

“მიმინოს” ძეგლი თბილისში-STOP ზურა[VIDEO]

“მიმინოს” ძეგლი საპროტესტო აქციის ფონზე გაიხსნება

წერეთლის “მიმინო” – საბჭოთა კავშირის ნოსტალგია?

ზურაბ წერეთელი – სიურპრიზი მთავრობისგან

საქართველოს პატრიარქის ძეგლი თბილისშია

მასალების გადაბეჭდვის წესი