ახალი ამბები

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 44 მოსამართლე დანიშნა

15 ივლისი, 2016 • 2645
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 44 მოსამართლე დანიშნა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 14 ივლისის ვაკანტურ ადგილებზე 44 მოსამართლე დანიშნა. მათგან 21 მოქმედი მოსამართლეა, 9 – იუსტიციის უმაღლესი სკოლის ყოფილი მსმენელი, 14 კი – ყოფილი მოსამართლე. 21 ადგილი კვლავ ვაკანტური დარჩა.

კონკურსი გამოცხადებული იყო 65 ვაკანსიაზე, მონაწილეობას 122 კანდიდატი იღებდა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლედ ხელახლა გამწესებაზე უარი უთხრა გახმაურებული საქმეების განმხილველ მოსამართლეებს, რუსთვი 2-ის საქმის მოსმაართლე თამახ ურთმელიძეს და სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლე გიორგი ჩემიას. თუმცა, თანამდებობებზე დაინიშნენ თამარ ალანია, მერაბ გაბინაშვილი, გოგიტა თოთოსაშვილი, მამია ფხაკაძე.

თანამდებობაზე დაინიშნენ:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა – გიორგი გოგიაშვილი, ირაკლი შენგელია, მირანდა ერემაძე.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა – თამარ ალანია, გოგიტა თოთოსაშვილი, თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი, ვანო წიკლაური, დიანა ბერეკაშვილი.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა – მაია თეთრაული, მარინა ხოლოაშვილი.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია – მერაბ გაბინაშვილი.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა – დიმიტრი გვრიტიშვილი, სიმონ ჩხაიძე.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა – მაკა გორგოძე.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია – ივანე აღნიაშვილი, ნანა ჭიჭილეიშვილი.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგია – მაკა გველესიანი, ლელა კალიჩენკო, გიორგი კერატიშვილი.

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია – თამარ ბურჯანაძე, გიორგი გოგიჩაშვილი, ვლადიმერ კაკაბაძე, ქეთევან კუჭავა, ლევან მიქაბერიძე, ნათია შიოშვილი, თამარ ჩიხლაძე, შორენა წიქარიძე, მაკა ჭედია, ელისო ტუკვაძე.

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია – ეკატერინე გაბრიჩიძე, ნათია გუდაძე, ლავრენტი მაღლაკელიძე.

11. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია – დავით მამისეიშვილი.

12. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია – გოჩა დიდავა.

13. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ბაღდათის მუნიციპალიტეტში – მანანა ნიკაჭაძე.

14. გურჯაანის რაიონული სასამართლო – დევი დევიძე.

15. ზუგდიდის რაიონული სასამართლო – ირაკლი აბშილავა, დავით გელაშვილი.

16. თელავის რაიონული სასამართლო – ზვიად შარაძე.

17. მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია – ვასილ მშვენიერაძე.

18. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია – ეკატერინე ყანჩელი.

19. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია – მამია ფხაკაძე.

20. რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ბაღდათის მუნიციპალიტეტში – ირინე ტყეშელაშვილი.

21. სამტრედიის რაიონული სასამართლო – ლევან მეშველიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი