ახალი ამბები

თამარ ალანია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო პალატის მოსამართლედ დაინიშნა

14 ივლისი, 2016 • 2135
თამარ ალანია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო პალატის მოსამართლედ დაინიშნა

თამარ ალანია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო პალატაში იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 10 ხმით დანიშნა. თავად მას, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, საკუთარი თავისთვის ხმა არ მიუცია და  გასული იყო ამ ვაკანსიაზე კენჭისყრის დროს.

თამარ ალანიამ 1998 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი; 2000-06 წლებში მუშაობდა გენერალურ პროკურატურაში. 2006 წლის აგვისტოდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, სადაც ათწლიანი ვადით იყო დანიშნული. 2013 წლის 9 ივნისს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის რიგგარეშე #10 სხდომაზე არჩეულ იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად.

დღეს, 14 ივლისს, იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეობის 125 კანდიდატს უყრის კენჭს, სასამართლოების სისტემაში კი ვაკანტური 65 ადგილია. იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დილიდან საპროტესტო აქციას მართავენ ადვოკატთა ასოციაციის წევრები. ისინი თამარ ალანიას, მერაბ გაბინაშვილის, ჯემალ კოპალიანიანის, მამია ფხაკაძის, გიორგი ჩემიას და თამაზ ურთმელიძის მოსამართლეებად დანიშვნას ეწინააღმდეგებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი