ახალი ამბები

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეების დასანიშნად კენჭისყრა მიმდინარეობს

14 ივლისი, 2016 • 1529
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეების დასანიშნად კენჭისყრა მიმდინარეობს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსმართლეთა დასანიშნად კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს. კენჭისყრა დაიწყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ პალატაში არსებული ვაკანსიებით.

ლევან თევზაძე, რომელიც სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის მოსამართლეა, არ მონაწილეობს სააპელაციო სასამართლოში არსებულ პირველ ორ ვაკანსიაზე კენჭისყრაში, მან თვითაცილება მისცა იმ მოტივით, რომ მისი მეგობრები მონაწილეობენ კონკურსში.

დღეს, 14 ივლისს, იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეობის 125 კანდიდატს უყრის კენჭს, სასამართლოების სისტემაში კი ვაკანტური 65 ადგილია. იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დილიდან საპროტესტო აქციას მართავენ ადვოკატთა ასოციაციის წევრები. ისინი თამარ ალანიას, მერაბ გაბინაშვილის, ჯემალ კოპალიანიანის, მამია ფხაკაძის, გიორგი ჩემიას და თამაზ ურთმელიძის მოსამართლეებად დანიშვნას ეწინააღმდეგებიან.

 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა მოსამართლეთა დასანიშნად, 14.07.2016. ფოტო: ქეთი მაჭავარიანი/ნეტგაზეთი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა მოსამართლეთა დასანიშნად, 14.07.2016. ფოტო: ქეთი მაჭავარიანი/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი