ახალი ამბები

თავდასხმა ანქვაბზე

22 თებერვალი, 2012 • 1585
თავდასხმა ანქვაბზე

ალექსანდრე ანქვაბი
ალექსანდრე ანქვაბი

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმის შედეგად მისი ერთი მცველი დაიღუპა, ერთი კი მძიმე მდგომარეობაშია და საავადმყოფოში იმყოფება.

თავდასხმა გუდაუთის რაიონში დღეს დილას, 08:25 საათზე მოხდა, სადაც ავტომანქანით გადაადგილებისას პრეზიდენტის კორტეჟში მართვითი პულტით მოხდა აფეთქება.

ანქვაბი არ დაშავებულა, ის ამჟამად სოხუმში იმყოფება.

ალექსანდრე ანქვაბი აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტად გასული წლის ზაფხულში იქნა არჩეული, თუმცა ეს არ არის მასზე თავდასხმის პირველი შემთხვევა: 2005 წლიდან დღემდე ალექსანდრე ანქვაბზე ხუთჯერ განხორციელდა ტერორისტული აქტი, თუმცა აღნიშნული დანაშაულები ამ დრომდე არ გახსნილა.

მასალების გადაბეჭდვის წესი