ახალი ამბები

“ნაციონალურმა მოძრაობამ” გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატად სერგო რატიანი წარადგინა

12 ივლისი, 2016 • 1348
“ნაციონალურმა მოძრაობამ” გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატად სერგო რატიანი წარადგინა

“ნაციონალურმა მოძრაობამ”  გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად სერგო რატიანი წარადგინა.

წარდგენაზე შეკრებილ მოსახლეობას “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა დავით ბაქრაძემ, სერგი კაპანაძემ და რომან გოცირიძემ პარტიის ეკონომიკური პროგრამის ძირითადი ასპექტები გააცნეს.

“ოქტომბერში მოიგებს განვითარება, ოქტომბერში მოიგებს ის ძალა, რომელსაც განვითარების ყველაზე მეტი გამოცდილება აქვს. ერთადერთი ძალა, რომელსაც ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გამოცდილება აქვს, ნაციონალური მოძრაობაა,”- განაცხადა რატიანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი