ახალი ამბები

აშშ-ის ახალი ელჩის დანიშვნის თარიღი გარკვეული არ არის

19 თებერვალი, 2012 •
აშშ-ის ახალი ელჩის დანიშვნის თარიღი გარკვეული არ არის

მიმდინარე წლის 17 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტმა სენატს განსახილველად რამდენიმე ქვეყნის ელჩობის კანდიდატები წარუდგინა. საქართველოში მოქმედი ელჩის, ჯონ ბასის შემცვლელად რიჩარდ ნორლანდია წარმოდგენილი.

კონკრეტულად როდის შეცვლის ჯონ ბასს რიჩარდ ნორლანდი, ცნობილი არ არის.

“ვადები ჯერ ცნობილი არ არის, ვინაიდან კანდიდატურა ჯერ კონგრესმა უნდა განიხილოს, “- განაცხადეს საქართველოში აშშ-ის საელჩოს პრესსამსახურში.

საქართველოში მოქმედი ელჩი ჯონ ბასი აღნიშნულ თანამდებობაზე 2009 წლის ოქტომბერში დაინიშნა. მას ელჩობის სამწილიანი ვადა 2012 წლის შემოდგომაზე ეწურება.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, 57 წლის რიჩარდ ნორლანდს სხვადასხვა ქვეყანაში ელჩობის დიდი გამოცდილება აქვს. მათ შორის, 2007-2010 წლებში ის აშშ-ის ელჩი იყო უზბეკეთში. ასევე, ორი წლის მანძილზე ავღანეთში, ქაბულში, აშშ-ის საელჩოსაც ხელმძღვანელობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი