
კონკრეტულად როდის შეცვლის ჯონ ბასს რიჩარდ ნორლანდი, ცნობილი არ არის.
“ვადები ჯერ ცნობილი არ არის, ვინაიდან კანდიდატურა ჯერ კონგრესმა უნდა განიხილოს, “- განაცხადეს საქართველოში აშშ-ის საელჩოს პრესსამსახურში.
საქართველოში მოქმედი ელჩი ჯონ ბასი აღნიშნულ თანამდებობაზე 2009 წლის ოქტომბერში დაინიშნა. მას ელჩობის სამწილიანი ვადა 2012 წლის შემოდგომაზე ეწურება.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, 57 წლის რიჩარდ ნორლანდს სხვადასხვა ქვეყანაში ელჩობის დიდი გამოცდილება აქვს. მათ შორის, 2007-2010 წლებში ის აშშ-ის ელჩი იყო უზბეკეთში. ასევე, ორი წლის მანძილზე ავღანეთში, ქაბულში, აშშ-ის საელჩოსაც ხელმძღვანელობდა.
