ახალი ამბები

ახალქალაქში დედა და სამი შვილი მოკლულები იპოვეს

11 ივლისი, 2016 • 1094
ახალქალაქში დედა და სამი შვილი მოკლულები იპოვეს

ახალქალაქში, სოფელ ვაჩიანში დედისა და სამი შვილის მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში). ამის შესახებ ნეტგაზეთს შსს-ში განუცხადეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დედა და სამი შვილი მოკლულები გუშინ, 10 ივლისს, დილით აღმოაჩინეს. უწყებაში არ აკეთებენ კომენტარს იმასთან დაკავშირებით, უკვე არის თუ არა ვინმე ბრალდებული ამ საქმეზე.

სამხრეთის კარიბჭის” ინფორმაციით, სახლში დედა და სამი შვილი ცხოვრობდნენ, ქმარი კი რუსეთში, სეზონურ სამუშაოზე იყო წასული.

ამავე გამოცემის ცნობით, თავდაპირველად გამოძიება 240–ე მუხლის მე–2 ნაწილით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას ითვალისწინებს. თუმცა საქმე გადაკვალიფიცირდა, რადგანაც, პროკურორის განცხადებით, გვამებს ძალადობის კვალი აღენიშნებლოდათ.

“გარდაცვლილები ნათესავებმა იპოვეს, ისინი ნაწამები და ნაცემები არიან. მთელი სახლი არეულია, თუმცა ძვირფასეულობა და ფული წაღებული არ არის. ბუნებრივი აირის მილი გადაჭრილია, ალბათ ეგონათ, ხანძარი კვალს წაშლიდა,”- აცხადებს ჟურნალისტებთან საუბრისას ვაჩიანის მცხოვრები.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი