ახალი ამბები

ლეიბორისტებმა არჩევნების გაყალბება წინასწარ გააპროტესტეს [VIDEO]

17 თებერვალი, 2012 • 1040
ლეიბორისტებმა არჩევნების გაყალბება წინასწარ გააპროტესტეს [VIDEO]

დღეს პარლამენტის შენობის წინ “საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამ” აქცია–მიტინგი გამართა.

პარტიის წევრები სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მომავალი საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას წინასწარ აპროტესტებენ.

როგორც პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა იოსებ შატბერაშვილმა განაცხადა, “გაყალბების სცენარი უკვე იწერება”, მან ხალხს მოუწოდა, გამოვიდნენ ქუჩაში და დადგნენ მათ გვერდით, რათა არჩევნები ლეგიტიმურად ჩატარდეს.

“ლეიბორისტული პარტიის” წევრების განცხადებით, ეს აქცია ბოლო არაა, აქციების გამართვა გაგრძელდება, ხოლო დასკვნითი მასშტაბური მიტინგი კვლავ პარლამენტის წინ არჩევნების დღეს გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი