ახალი ამბები

სააკაშვილმა ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობა გახსნა

17 თებერვალი, 2012 • 1619
სააკაშვილმა ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობა გახსნა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს იმერეთში რამდენიმეწუთიანი ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც სამტრედია-ქუთაისი-ზესტაფონის შემოვლითი გზის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი.

“ეს მაგისტრალი აეროპორტიდან 2,5 კმ-ით არის დაშორებული, რაც კიდევ უფრო კომფორტულია მოქალაქეებისთვის,” – განაცხადა მიხეილ საკაშვილმა.

საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, გზის მშენებლობის სამუშაოებზე 1500-მდე ადამიანი დასაქმდება, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეობა იქნება. ქუთაისის 17.3 კმ-იანი ახალი, შემოვლითი გზა E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ერთ-ერთი სეგმენტის – იმერეთის 59კმ-იანი შემოვლითი გზის შემადგენელი ნაწილია, რომელიც დაიწყება ზესტაფონიდან, გაივილს ქუთაისს, სამტრედიას და სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზაზე დასრულდება.

“გზა იმერეთისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან პროექტის დასრულების შემდეგ ქუთაისი, ზესტაფონი და სამტრედია სატრანზიტო მოძრაობისგან განიტვირთება,”- აცხადებს იმერეთის გუბერნატორი ლაშა მაქაცარია.

ქუთაისის ახალი შემოვლითი გზის პროექტი სრულიად ახალი, ორზოლიანი მაგისტრალის მშენებლობას ითვალისწინებს. საგზაო მონაკვეთებზე დაიგება ცემენტ–ბეტონის, ხოლო ხიდებისა და საგზაო კვანძებზე ასფალტ-ბეტონის საფარი. გზის მშენებლობა საქართველოს საავტომობილი გზების დეპარტამენტის დაკვეთით ხორციელდება, აღნიშნული პროექტი ფინანსდება იაპონიისა (JICA) და საქართველოს მთავრობების მიერ.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.