ნეტგაზეთი | პრემიერი: Black Sea Arena-ზე მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტების სერია გაიმართება პრემიერი: Black Sea Arena-ზე მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტების სერია გაიმართება – Netgazeti
RU | GE  

პრემიერი: Black Sea Arena-ზე მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტების სერია გაიმართება

“ამ შესანიშნავ დარბაზთან ერთად ფონდი “ქართუ” ქართველ ხალხს კიდევ ერთ საჩუქარს უკეთებს – ეს არის მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტების სერია ამ სეზონზე.” – ეს განაცხადება პრემიერმა დღეს Black Sea Arena-ს გახსნის ცერემონიაზე გააკეთა.

პირველი კონცერტი 30 ივლისს იგეგმება. დამატებით დეტალები ჯერ არ არის ცნობილი.

შეკვეთილში ფონდმა “ქართუმ” საქართველოს მთავრობას საკონცერტო დარბაზი Black Sea Arena გადასცა. ჩუქების შესახებ დოკუმენტების ხელი დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ფონდის ხელმძღვანელმა მოაწერეს.

მთავრობის ცნობით, საკონცერტო დარბაზი 10 000 მაყურებელზეა გათვლილი და ადაპტირებულია შშმ პირთათვის. მშენებლობაში ფონდმა „ქართუმ“ 200 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

დარბაზის პროექტირებაზე გერმანულმა კომპანიამ Drei Architekten-მა იმუშავა. მშენებლობაზე დასაქმებულია 600-ზე მეტი ადამიანი. მშენებლობის დასრულების შემდეგ, BLACK SEA ARENA-ს ოპერირების უზრუნველსაყოფად, 100-მდე ადამიანი დასაქმდება, ხოლო კონცერტების პერიოდში დასაქმებულთა რიცხვი 200-მდე გაიზრდება, აცხადებს საქართველოს მთავრობა.

მთავრობის ცნობით, არენის სივრცე ნებისმიერი მუსიკალური მიმდინარეობის კონცერტების, ასევე სპორტული ღონისძიებების, თეატრალური თუ საცირკო წარმოდგენების გამართვის შესაძლებლობას იძლევა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი