ახალი ამბები

გაეროს რეზოლუცია სირიის საკითხზე

17 თებერვალი, 2012 •
გაეროს რეზოლუცია სირიის საკითხზე

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ სირიის საკითხთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. აღნიშნული ინფორმაცია გაეროს ოფიციალურ ვებ–გვერდზე გამოქვეყნდა.

“გენერალური ასამბლეა მკაცრად გმობს სირიაში ადამიანის უფლებების ფართოდ გავრცელებულ და სისტემატიურ დარღვევებს და მივმართავთ სირიის ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ძალადობა და დაიცვან საკუთარი ხალხი,” – ნათქვამია რეზოლუციაში.

არაბული ლიგის მხარდაჭერით მომზადებულ რეზოლუციას გაეროს წევრმა 137 სახელმწიფომ დაუჭირა მხარი. წინააღმდეგი 12 ქვეყანა წავიდა, ხოლო 17 ქვეყანამ თავი შეიკავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი