“გენერალური ასამბლეა მკაცრად გმობს სირიაში ადამიანის უფლებების ფართოდ გავრცელებულ და სისტემატიურ დარღვევებს და მივმართავთ სირიის ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ძალადობა და დაიცვან საკუთარი ხალხი,” – ნათქვამია რეზოლუციაში.
არაბული ლიგის მხარდაჭერით მომზადებულ რეზოლუციას გაეროს წევრმა 137 სახელმწიფომ დაუჭირა მხარი. წინააღმდეგი 12 ქვეყანა წავიდა, ხოლო 17 ქვეყანამ თავი შეიკავა.
