შსს-ს ინფორმაციით, 37 წლის რამაზ მ. ნარკოდანაშაულისთვის ხობში დააკავეს.

მათივე ცნობით, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 30 აბი ნარკოტიკული საშუალება სუბუტექსი (ბუპრენორფინი) ამოიღეს.

შსს-ს განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ნარკოლოგიური შემოწმებით რამაზ მ.-ს ბუპრენორფინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *