მიმდინარე წლის პირველი მარტიდან მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება გამომცდელების გარეშე, კომპიუტერული სისტემით მოხდება.“საგამოცდო მოედანზე დამონტაჟდა სპეციალური სენსორები, რომლებიც გამოცდის ჩაბარების მიმდინარეობას გააკონტროლებს. გარდა ამისა, გამოცდის პროცედურები ჩაიწერება და მისი ნახვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება კომპიუტერის მეშვეობით,”-განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.
მისივე განმარტებით, გამოცდაზე გამსვლელს აღნიშნული კომპიუტერული პროგრამა მცირე და უმნიშვნელო შეცდომებსაც პატიობს.
მინისტრის თქმით, საქართველო სამხრეთ კორეის შემდეგ პირველი ქვეყნაა, სადაც მსგავსი საგამოცდო პროცედურა დაინერგა.




