“საგამოცდო მოედანზე დამონტაჟდა სპეციალური სენსორები, რომლებიც გამოცდის ჩაბარების მიმდინარეობას გააკონტროლებს. გარდა ამისა, გამოცდის პროცედურები ჩაიწერება და მისი ნახვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება კომპიუტერის მეშვეობით,”-განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.
მისივე განმარტებით, გამოცდაზე გამსვლელს აღნიშნული კომპიუტერული პროგრამა მცირე და უმნიშვნელო შეცდომებსაც პატიობს.
მინისტრის თქმით, საქართველო სამხრეთ კორეის შემდეგ პირველი ქვეყნაა, სადაც მსგავსი საგამოცდო პროცედურა დაინერგა.
