ახალი ამბები

სპეციალურად ვარშავის სამიტისთვის დამზადებული ქართული ღვინო

7 ივლისი, 2016 • 1902
სპეციალურად ვარშავის სამიტისთვის დამზადებული ქართული ღვინო

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნატოს 2016 წლის ვარშავის სამიტზე ღონისძიების მონაწილეებს ქართული ღვინით გაუმასპინძლდებიან. სამიტი 8-9 ივლისს გაიმართება.

სამინისტროს ცნობით, მათი ინიციატივით ღვინო სპეციალურად ვარშავის სამიტისთვის ჩამოისხა. ღვინოს ეტიკეტზე სამიტის ლოგო აქვს დართული და მითითებულია, რომ სასმელი სპეციალურად ვარშავის სამიტისთვის დამზადდა.

სამინისტროს ცნობით, ქართული ღვინო საჩუქრად გადაეცემათ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის მონაწილე ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს. ამავე წყაროს ცნობით, სამიტის ფარგლებში დაგეგმილ საპატიო ვახშამზე პოლონეთის თავდაცვის მინისტრი საკუთარ კოლეგებს ქართული ღვინით გაუმასპინძლდება.

ვარშავის სამიტისთვის ჩამოსხმული ქართული ღვინო. ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო

ვარშავის სამიტისთვის ჩამოსხმული ქართული ღვინო. ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

მასალების გადაბეჭდვის წესი