7 ივნისს, საღამოს თბილისში, სამხატვრო აკადემიის შენობაში ხანძარი გაჩნდა.

როგორც შსს-ს საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის პრესსამსახურმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. ადგილზე 2 სახანძრო მანქანა მუშაობდა.

სამინისტროს ინფორმაციით, დამწვარია აკადემიის შენობის 15 კვადრატული მეტრის ფართობის ჭერი.

უცნობია ხანძრის გაჩენის მიზეზი.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *