ახალი პოლიტიკური ცენტრის, “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი ადასტურებს, რომ გიორგი ვაშაძესთან კონსულტაციები მიმდინარეობს. როგორც ჯაფარიძემ ტვ პირველის ეთერით განაცხადა, “გირჩი” მოლაპარაკებებს სხვა პროდასავლურ პოლიტიკურ ძალებთანაც მართავს.  მან ინგა გრიგოლიას შეკითხვას უპასუხა გიორგი ვაშაძის პოლიტიკურ ძალასთან საარჩევნოდ შესაძლო გაერთიანების თაობაზე დასმულ კითხვაზე:

“ჩვენ გვაქვს კონსულტაციები გიორგი ვაშაძესთანაც და კიდევ რამდენიმე სხვა პარტიასთან. ცხადია, პროდასავლურ პარტიებს ვგულისხმობ. თუ, საბოლოო ჯამში, ჩვენი ხედვები და პრინციპები დაემთხვევა (ჩვენთვის, გირჩისთვის ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი და მეორე ის, რომ პოლიტიკაში ახალ ადამიანებს გავუხსნათ გზა), ცხადია, შეიძლება ვითანამშრომლოთ. ამის შესახებ ძალიან მალე ჩამოვყალიბდებით”, – თქვა ჯაფარიძემ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *