ახალი ამბები

თბილისის მერიამ უსახლკაროთა თავშესაფრების გახსნა გადაწყვიტა

13 თებერვალი, 2012 • 1887
თბილისის მერიამ უსახლკაროთა თავშესაფრების გახსნა გადაწყვიტა

დღეიდან თბილისის ყველა რაიონში უსახლკაროებისთვის თავშესაფრები გაიხსნება, ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქ თბილისის მერია ავრცელებს.

დღეს თბილისის მერიაში სპეციალური თათბირი გაიმართა უსახლკაროთა საკითხის გადასაწყვეტად.

“თბილისის მერის ინიციატივით, ყინვების პერიოდში უსახლკაროებისათვის თავშესაფარი დედაქალაქის ყველა რაიონში არსებულ ერთ-ერთ უფასო სასადილოში გაიხსნება, სადაც
უსახლკაროებს ცხელი სადილით გაუმასპინძლდებიან”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

მერიის ინფორმაციით, თავშესაფრები მანამდე გააგრძელებენ ფუნქციონირებას, სანამ ყინვები არ დამთავრდება.

ის ადამიანები, ვისაც ღამის გასათევი არ გააჩნია, შემდეგ მისამართებზე უნდა მივიდნენ:

ვაკე-საბურთალო ცაგარელის #19.

დიდუბე-ჩუღურეთი ვანის ქუჩა#4

ძველი-თბილისი პეტრიაშვილის #25

ისანი-სამგორის ზემო ფონიჭალა მე-3-ე მიკრო რაინი #209 ბაგა-ბაღი

გლდანი- გურამიშვილის ნაძალადევი გურამისვილის33ა

ამავე თემაზე: თბილისის უსახლკარო მოქალაქეები ყინვაში

მასალების გადაბეჭდვის წესი