დღეს თბილისის მერიაში სპეციალური თათბირი გაიმართა უსახლკაროთა საკითხის გადასაწყვეტად.
“თბილისის მერის ინიციატივით, ყინვების პერიოდში უსახლკაროებისათვის თავშესაფარი დედაქალაქის ყველა რაიონში არსებულ ერთ-ერთ უფასო სასადილოში გაიხსნება, სადაც
უსახლკაროებს ცხელი სადილით გაუმასპინძლდებიან”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.
მერიის ინფორმაციით, თავშესაფრები მანამდე გააგრძელებენ ფუნქციონირებას, სანამ ყინვები არ დამთავრდება.
ის ადამიანები, ვისაც ღამის გასათევი არ გააჩნია, შემდეგ მისამართებზე უნდა მივიდნენ:
ვაკე-საბურთალო ცაგარელის #19.
დიდუბე-ჩუღურეთი ვანის ქუჩა#4
ძველი-თბილისი პეტრიაშვილის #25
ისანი-სამგორის ზემო ფონიჭალა მე-3-ე მიკრო რაინი #209 ბაგა-ბაღი
გლდანი- გურამიშვილის ნაძალადევი გურამისვილის33ა
ამავე თემაზე: თბილისის უსახლკარო მოქალაქეები ყინვაში
