ახალი ამბები

სუს-ის ცნობით, ცხინვალში საქართველოს მოქალაქეა დაკავებული

4 ივლისი, 2016 • 1454
სუს-ის ცნობით, ცხინვალში საქართველოს მოქალაქეა დაკავებული

სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის სამსახურის ცნობით, გიორგი გიუნაშვილი ცხინვალის რეგიონში 8 ივნისს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს.

სუს-ის ცნობით, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მისი გათავისუფლების საკითხი, სხვა უკანონო დაკავებულების საკითხთან ერთად, IPRM-ის ბოლო შეხვედრაზე დასვეს.

“საოკუპაციო ძალებმა განაცხადეს, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარეობდა ე.წ. გამოძიება, დეტალური ინფორმაცია არ მოუწოდებიათ. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას აღნიშნულ ბრალდებასთან დაკავშირებით, ეს არის აბსურდული ბრალდება, გიუნაშვილი არის უკანონო პატიმარი და მანამ, სანამ ის არ იქნება გათავისუფლებული უკანონო პატიმრობიდან, მისი საკითხი არ მოიხსნება IPRM-ის და სხვა ფორმატების დღის წესრიგიდან, რომელშიც ვიღებთ მონაწილეობას”, – აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

მასალების გადაბეჭდვის წესი