ახალი ამბები

კანდელაკის ქუჩაზე განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

2 ივლისი, 2016 • 952
კანდელაკის ქუჩაზე განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს
შსს-ს ცნობით, 1 ივლისს კანდელაკის ქუჩაზე მოხდარ მკვლელობაში ბრალდებული, 30 წლის ბ. დ. დააკავეს.

გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა 1 ივლისს, თბილისში, კანდელაკის ქუჩაზე, შურისძიების ნიადაგზე ნაცნობს – 1984 წელს დაბადებულ მ. ც.-ს ცეცხლსასროლი იარაღით თავისა და გულმკერდის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მ. ც. მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. გამოძიების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისში, მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს.

პოლიციის ცნობით, დანაშაულის ჩადენის იარაღი – ორლულიანი გადაჭრილი სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო, ხოლო დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით).

მასალების გადაბეჭდვის წესი