შესაბამისად, სოხუმის გადაწყვეტილებით, აფხაზეთში შესასვლელად ვიზები საჭირო არ არის მხოლოდ რუსეთის, ნიკარაგუას, ტუვალუსა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის. ეს ის ქვეყნებია, რომელთაც აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარებული აქვთ.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინიციატივით, უცხო ქვეყნის მოქალაქეების გარკვეულ კატეგორიებს აფხაზეთში შესასვლელად ვიზა აღარ დაჭრდებათ.
დებულების შესაბამისად, უვიზო რეჟიმი დაუწესეს:
უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც საექსკურსიო ჯგუფებთან ერთად აფხაზეთის ტერიტორიებზე არაუმეტეს ერთი დღე ღამით ხვდებიან;
ბელარუსისა და ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქეების, თუკი ისინი აფხაზეთში ტურისტული მიზნით, მაქსიმუმ ორი კვირით მიემგზავრებიან;
უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთა მისიაც აფხაზეთის ტერიტორიაზე ენერგოსისტემების ობიექტებზე სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებია და ასევე, გალისა და ტყვარჩელის რაიონებში ელექტრო-ენერგეტიკულ ობიექტებზე მომუშავეებს.
აფხაზეთში სავიზო რეჟიმი იმ ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომელთანაც აფხაზეთს არ აქვს ხელი მოწერილი უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებაზე, ძალაში 2016 წლის 1 აპრილიდან შევიდა.
აფხაზეთის ვიზის მიღება აფხაზეთის საგარეო უწყების საკონსულო სამსახურისთვის ელექტრონულად გაგზავნილი დოკუმენტების საფუძველზე შეიძლება. ვიზის მოთხოვნის განხილვა 7 სამუშაო დღეში ხდება. ვიზა გაიცემა და მისი საფასურის გადახდა ხდება აფხაზეთში. ოფიციალური ცნობითვე, სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც ვიზა არ ექნება, აფხაზეთს ვერ დატოვებს.