ახალი ამბები

ევროკავშირი რუსეთისთვის დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს 2017 წლამდე აგრძელებს

1 ივლისი, 2016 • 1310
ევროკავშირი რუსეთისთვის დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს 2017 წლამდე აგრძელებს

ევროკავშირი რუსეთისათვის დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს 2017 წლის 31 დეკემბრამდე ძალაში ტოვებს. გადაწყვეტილება ამის შესახებ ევროკავშირში დღეს მიიღეს.

ევროკავშირის ელჩებმა საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გასულ კვირას მიიღეს, თუმცა იტალიამ მოითხოვა, რომ საბოლოოდ ამ თემაზე 28-29 ივნისს კიდევ ერთხელ ემსჯელათ. გადაწყვეტილება წერილობით 2 ივლისს გამოქვეყნდება.

ევროკავშირმა რუსეთისათვის ეკონომიკური სანქციები, რომლებიც ძირითადად რუსეთში წარმოებულ ენერგიასა და საბანკო სექტორს, ასევე, რამდენიმე პოლიტიკოსს შეეხო, პირველად 2014 წლის ივლისში, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ დააწესა.

მასალების გადაბეჭდვის წესი