ახალი ამბებირეკლამა

საქართველოს ბანკმა ბარათების საყოველთაო გათამაშება დაიწყო

1 ივლისი, 2016 • 2417
საქართველოს ბანკმა ბარათების საყოველთაო გათამაშება დაიწყო

საქართველოს ბანკი, საქართველოს წამყვანი ბანკი, მომხმარებელს ბარათების საყოველთაო გათამაშებას სთავაზობს. დღეიდან, საქართველოს ბანკის ნებისმიერი პლასტიკური ბარათით გადახდა მომგებიანია. გათამაშებაში მონაწილეობა მარტივია, ყველა ვისაც აქვს საქართველოს ბანკის ერთი პლასტიკური ბარათი მაინც ავტომატურად ერთვება გათამაშებაში და ეძლევა შანსი მოიგოს 10 000, 30 000 და 50 000 ათასი ლარი. ამასთან 16 000 ათასი სხვადასხვა ფულადი პრიზი, ჯამში ბარათების საყოველთაო გათამაშების საპრიზო ფონდი 250 000 ლარს შეადგენს.

პრიზების მოსაგებად მომხმარებელმა საკმარისია – მაღაზიებში, ბაზრობაზე, კაფესა თუ უბნის მარკეტში, პლასტიკური ბარათით, საქართველოს ბანკის პოსტერმინალით გადაიხადოს ნებისმიერი თანხა. მოგების შემთხვევაში იგი ავტომატურად მიიღებს SMS შეტყობინებას ბანკისგან. ყველა ბარათის მფლობელს აქვს შანსი გახდეს ბარათების გათამაშების გამარჯვებული.

გათამაშებაში მონაწილეობს საქართველოს ბანკის ყველა პლასტიკური ბარათი: Visa, MasterCard-ი და American Express-ი, ასევე მობილური აპლიკაცია – BOG TSKAPP-ი.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: allcards.ge   

gatamashebis vizuali

მასალების გადაბეჭდვის წესი