ახალი ამბები

“ეროვნული ფორუმი” ივანიშვილის კოალიციას შეუერთდა

6 თებერვალი, 2012 • • 1059
“ეროვნული ფორუმი” ივანიშვილის კოალიციას შეუერთდა

“ეროვნული ფორუმი” ბიძინა ივანიშვილის კოალიციას შეუერთდა. კონსულტაციებმა ჩაიარა მშვიდობიანად და მეგობრულ გარემოში. ახალ კოალიციას აქვს სურვილი, რომ “ეროვნული ფორუმი”, როგორც პოლიტიკური სუბიექტი, შეუერთდეს ამ კოალიციას,” – აღნიშნა  “ფორუმის” ლიდერმა, კახა შარტავამ ბიძინა ივანიშვილთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ.

მისივე თქმით, დანარჩენი, უკვე ამ კოალიციის ფორმირების წესი და სხვა დეტალები უახლოეს ხანებში გახდება ცნობილი.

“ბუნებრივია, ამ საკითხს ჩვენ პარტიის წევრებს გავაცნობთ. წინასწარი მონაცემებით, ეს  გადაწყვეტილება დადებითად იქნება აღქმული. ასევე, უახლოეს ხანებშივე ჩამოყალიბდება ეს კოალიცია და ალიანსი გამოცხადდება. თუმცა მანამდე იმ პარტიის საინიციატივო ჯგუფი უნდა იქნას წარდგენილი საზოგადოებისთვის, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი და მისი თანამოაზრეები ქმნიან,” – აღნიშნა შარტავამ.

აღნიშნულ შეხვედრას, აგრეთვე, ესწრებოდნენ: “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია და “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი. ისინი მიესალმებიან “ეროვნული ფორუმის” შეერთებას ივანიშვილის კოალიციასთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი