მისივე თქმით, დანარჩენი, უკვე ამ კოალიციის ფორმირების წესი და სხვა დეტალები უახლოეს ხანებში გახდება ცნობილი.
“ბუნებრივია, ამ საკითხს ჩვენ პარტიის წევრებს გავაცნობთ. წინასწარი მონაცემებით, ეს გადაწყვეტილება დადებითად იქნება აღქმული. ასევე, უახლოეს ხანებშივე ჩამოყალიბდება ეს კოალიცია და ალიანსი გამოცხადდება. თუმცა მანამდე იმ პარტიის საინიციატივო ჯგუფი უნდა იქნას წარდგენილი საზოგადოებისთვის, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი და მისი თანამოაზრეები ქმნიან,” – აღნიშნა შარტავამ.
აღნიშნულ შეხვედრას, აგრეთვე, ესწრებოდნენ: “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია და “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი. ისინი მიესალმებიან “ეროვნული ფორუმის” შეერთებას ივანიშვილის კოალიციასთან.
