ახალი ამბები

საჯარო რეესტრმა ვაშაძის პარტიის რეგისტრაცია შეაჩერა

28 ივნისი, 2016 • 1249
საჯარო რეესტრმა ვაშაძის პარტიის რეგისტრაცია შეაჩერა

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გიორგი ვაშაძის პოლიტიკური პარტიის სამოქალაქო პლატფორმაახალი საქართველოსრეგისტრაციის მიზნით წარდგენილი განაცხადის განხილვა შეაჩერა და ამის მიზეზად დოკუმენტებში აღმოჩენილი ხარვეზები მიუთითა, რომელთა აღმოფხვრისთვის 10-დღიანი ვადა მისცა.

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებსაქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტისქვეპუნქტის თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინება, ამავე კანონით გათვალისწინებული სხვა სავალდებულო სარეგისტრაციო დოკუმენტაციის/მონაცემების გარდა, პარტიის არანაკლებ 1000 წევრის სია, სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, პირადობის მოწმობის ნომრის, სამუშაო ადგილის, საცხოვრებელი ადგილის მისამართის, ტელეფონის მითითებითა და მათი ხელმოწერებით“. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ახალი პოლიტიკური გაერთიანების რეგისტრაციის  განცხადებას უნდა დაერთოს ყველა ის საბუთი, რომლის წარდგენის ვალდებულებაც განმცხადებელს კანონით ეკისრება“, – ნათქვამია საჯარო რეესტრის განცხადებაში.

გიორგიმ ვაშაძემ საჯარო რეესტრს სარეგისტრაციო განაცხადით 2016 წლის 8 ივნისს მიმართა. პარტიის რეგისტრაციის ვადა 2016 წლის  8 ივლისს იწურება.

განმცხადებელი მიუთითებდა, რომ სარეგისტრაციო განაცხადს დანართის სახით თან ერთვოდა პარტიის არანაკლებ 1000 წევრის – 1830 წევრის მონაცემები. ამასთან, აღნიშნული საერთო სიის გარდა, წარმოდგენილი იყო პარტიის დამფუძნებელ წევრთა სია, რომელიც 357 პირის მონაცემებს შეიცავდა.

საჯარო რეესტრის ცნობით, მათ მიერ აღნიშნული სიის გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ წარმოდგენილ განცხადებაზე თანდართულ წევრთა საერთო სიაში შეყვანილია არა 1830, არამედ 1827 პირის მონაცემი, ხოლო მეორე, პარტიის დამფუძნებელ წევრთა სია ორგანული კანონით განსაზღვრულ მონაცემებს სრულად არ შეიცავს.

“სარეგისტრაციო წარმოების პროცესში ორივე სია ერთმანეთს შედარდა, რის შედეგადაც გამოირიცხნენ ის პირები, რომლებიც ერთდროულად ორივე სიაში ფიგურირებდნენ. საბოლოოდ, საერთო ჯამში, პირთა მონაცემების რაოდენობამ 1848 შეადგინა.

აღნიშნული 1848 მონაცემი, რომელიც ხელით შევსებული და ხშირ შემთხვევაში რთულად გასარკვევი იყო, ელექტრონული პროგრამის მეშვეობით სრულად გადამოწმდა. გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ 1848 მონაცემიდან სრულყოფილია 636 მონაცემი, 1212 მონაცემი კი ხარვეზიანია.

ზოგიერთ შემთხვევაში, ერთი პირის მონაცემებს რამდენიმე სხვადასხვა ტიპის ხარვეზი აქვს. კერძოდ, ცალკეული რეკვიზიტებიხელმოწერა, სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, სამუშაო ადგილის, საცხოვრებელი ადგილის მისამართი არასრულყოფილადზოგ შემთხვევაში შეცდომით, ან საერთოდ არ არის მითითებული. სხვა შემთხვევებში კი მონაცემებში  შეტანილია გაუქმებული პირადობის მოწმობის რეკვიზიტები, დუბლირებულია მონაცემები. სიაში ასევე შეყვანილია 1 გარდაცვლილი პირი, ასევე, 3 უცხო ქვეყნის მოქალაქე და 11 არასრულწლოვანი, რითაც დარღვეულიამოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებსაქართველოს ორგანული კანონის მე-8 მუხლით დადგენილი მოთხოვნა, რომლის თანახმად, პარტიის შექმნისა და მის საქმიანობაში მონაწილეობის უფლება მხოლოდ საქართველოს სრულწლოვან მოქალაქეს აქვს. ამასთან, სიის დიდი ნაწილი შეიცავს პირადობის მოწმობების არასრულ  მონაცემებს: რიგ შემთხვევაში არასწორად  იყო მითითებული მოწმობის ნომერი. მოქმედი კანონის თანახმად, სიის სავალდებულო რეკვიზიტს წარმოადგენს სრული ინფორმაცია პირადობის მოწმობის ნომრის შესახებ.

არსებული ხარვეზების გათვალისწინებით, წარმოდგენილი სიები ორგანული კანონით განსაზღვრულ პარტიის წევრთა მინიმალურ ოდენობაზე 1000 წევრზე ნაკლებს შეადგენს. 1000 წევრამდე სიის შესავსებად პოლიტიკურ გაერთიანებას 364 წევრის სრულყოფილი, სწორი მონაცემი აკლია“, – აცხადებენ საჯარო რეესტრში.

აღნიშნული ხარვეზის შესახებ პოლიტიკურ გაერთიანებას წერილობით ეცნობა და ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა ათდღიანი ვადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი