ახალი ამბები

ცესკო: ჩვენი წარმომადგენლები კარდაკარ შემოვლას არჩევნებამდე ერთი თვით ადრე დაიწყებენ

27 ივნისი, 2016 • 1230
ცესკო: ჩვენი წარმომადგენლები კარდაკარ შემოვლას არჩევნებამდე ერთი თვით ადრე დაიწყებენ

ცენტრალური საარჩევნო კომისია მოქალაქეებს აფრთხლებს, რომ მისი წარმომადგენლები კარდაკარ შემოვლას არ ახორიცელებენ და არც აწარმოებენ ამომრჩეველთა მონაცემების შემოწმებას. 

ცესკოს ცნობით, ამომრჩევლებმა მიმართეს კითხვით და მიაწოდეს ინფორმაცია, რომ კონკრეტული პირები საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით კარდაკარ შემოვლით ახდენენ ამომრჩევლების მონაცემების მოპოვებასა და დადგენას.

საუბნო საარჩევნო კომისიები ფუნქციონირებას დაიწყებენ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე; რის შემდეგაც ისინი უფლებამოსილების ფარგლებში განახორციელებენ დადგენილ პროცედურებს. ამასთან, ამომრჩეველთან ურთიერთობისას საარჩევნო კომისიის წევრობის დამადასტურებელი მოწმობა იქნება წარდგენილი.  

მასალების გადაბეჭდვის წესი