- “საზოგადოებრივი დამცველი”;
- სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია „ტოლერანტი“;
- საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“;
- წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი;
- “ახალგაზრდა ადვოკატები”;
- “ვიპიარ” ჯგუფი;
მიგრაციისა და რეპატრიაციის სამმართველოს უფროსის, რუსუდან ასათიანის თქმით, წელს გაზრდილია სოციალური პროექტების დაფინანსების ზედა ზღვარი – 3000 ლარიდან 4000 ლარამდე. “ასევე, პროფესიული სწავლებისა და ანაზღაურებადი სტაჟირების კომპონენტები უკვე ჩვენ ამოვიღეთ და ამ მიმართულებით გვაქვს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამის გამოყენება, ანუ ბენეფიციართა გადამისამართება და მათი იქ ჩართვა. ეს მოხდა საბიუჯეტო სახსრების გამო – რათა ყოფილიყო ლოგიკური ხარჯვა და არ გადაფარულიყო პროექტები”, – ამბობს რუსუდან ასათიანი.
2015 წლის პროგრამის შედეგად, სამინისტროს ცნობით, სულ 165 ბენეფიციარს გაუწიეს დახმარება. მათ შორის, სამინისტრომ სამედიცინო მომსახურებითა და მედიკამენტებით უზრუნველყო და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია გაუწია 39 ადამიანს. პროფესიული სწავლების პროგრამა 35-მა ბენეფიციარმა გაიარა, სოციალური პროექტების დაფინანსება მოიპოვა 52-მა ბენეფიციარმა, ანაზღაურებადი სტაჟირება გაიარა 31-მა ადამიანმა, ხოლო იურიდიული დახმარება 8 ბენეფიციარს გაუწიეს. “აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ეს პროექტი არის ძალიან წარმატებული”, – განაცხადა დევნილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა 27 ივნისს სასტუმრო “ამბასადორში”, 2016 წლის პროგრამის პრეზენტაციაზე.
საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ცნობით, გათვალისწინებულია სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტებისთვის შემდეგი სერვისების მიწოდება:
- სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების დაფინანსება; ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია;
- სოციალური პროექტების დაფინანსება, როგორც შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, ასევე თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით;
- იურიდიული დახმარება (კონსულტაცია სამართლებრივ საკითხებზე; წარმომადგენლობის გაწევა შესაბამის ორგანოებში; ფასიანი სახელმწიფო მომსახურების ანაზღაურება და სხვა)
- დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფა განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში;
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაში ბენეფიციართა ჩართვის ხელშეწყობა.