ახალი ამბები

თავდაცვის სამინისტრო “დელტას” ხელმძღვანელის პოსტზე კონკურსს გამოაცხადებს

27 ივნისი, 2016 • 2902
თავდაცვის სამინისტრო “დელტას” ხელმძღვანელის პოსტზე კონკურსს გამოაცხადებს

თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებთ, თავდაცვის სამინისტრო მიმდინარე კვირაში სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ “დელტას” გენერალური დირექტორის პოსტზე კონკურსს გამოაცხადებს.

ამის შესახებ ხიდაშელმა თავდაცვის სამინისტროში დღეს, 27 ივნისს, ქართული და უცხოური მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

16 მაისს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უჩა ძოძუაშვილი “დელტას” გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გადააყენეს. ამის მიზეზი გახდა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის მოკვლევა.

ამ განცხადებიდან რამდენიმე დღის შემდეგ თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ თუ დარღვევა არ გამოიკვეთებოდა“დელტას” საქმიანობის შესწავლის შემდეგ, მაშინ გენერალური დირექტორი, უჩა ძოძუაშვილი სამსახურში დაბრუნდებოდა.

დღეს მისიტრის განცხადებით ცნობილი გახდა, რომ ძოძუაშვილი თანამდებობაზე არ დაბრუნდება:

“მოკვლევა დასრულდა, პირველადი შედეგი სახეზეა და ჩვენ ამ კვირაში გამოვაცხადებთ კონკურსს ამ თანამდებობაზე. ანუ ის არ დაბრუნდება ამ თანამდებობაზე,”- განაცხადა თინა ხიდაშელმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი