ახალი ამბები

სააკაშვილი ოდესაში ენმ-ს წევრებს შეხვდა

26 ივნისი, 2016 • 1142
სააკაშვილი ოდესაში ენმ-ს წევრებს შეხვდა

საქართველოს ექსპრეზიდენტი, ოდესის [უკრაინა] გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ოდესაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რეგიონალური და რაიონული ორგანიზაციების ლიდერებს შეხვდა. როგორც სააკაშვილი ფეისბუკზე წერს, მათ 8 ოქტომბრის არჩევნებში “დამაჯერებელი გამარჯვებისთვის მზადების” საკითხი განიხილეს. სააკაშვილი ტექსტში ახსენებს კვლევას, რომლის მიხედვითაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რეიტინგი გაზრდილია, თუმცა მეტი კონკრეტიკისაგნ თავს იკავებს:

“დღესვე ცნობილი გახდა ამერიკული ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ახალი გამოკითხვის წინასწარი შედეგები, სადაც ნაციონალური მოძრაობა საგრძნობი უპირატესობით ლიდერობს, ხოლო ქართულ ოცნებასთან ერთად ყველა სხვა პარტიის რეიტინგები შემცირებულია, მათ შორის ჩვენგან წასულ, ახლად შექმნილ პარტიებს საერთოდ პულსი არ ესინჯებათ. ყველაზე მეტად კი ის გამიხარდა, რომ ჩვენი ადგილობრივი ლიდერები კარგ ფორმაში არიან და სრულ საბრძოლო მზადყოფნაში იმყოფებიან”, – აცხადებს სააკაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი