ახალი ამბები

ბრიტანეთში ახალგაზრდების დიდი ნაწილი მხარს ევროკავშირში დარჩენას უჭერს

24 ივნისი, 2016 • 1960
ბრიტანეთში ახალგაზრდების დიდი ნაწილი მხარს ევროკავშირში დარჩენას უჭერს

Yougov-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, 18-დან 24 წლის ჩათვლით ამომრჩეველთა 75% მხარს ევროკავშირში დარჩენას უჭერს, ხოლო 25-დან 49 წლის ჩათვლით ამომრჩეველთა 56% ასევე მხარი უჭერს ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენას.

ვითარება განსხვავებულია ზედა ასაoკბროვ ჯგუფებში. ამავე გამოკითხვის მიხედვით, 50 – 64 წლის ადამიანების უმეტესობას, 56%-ს სურს, რომ ბრიტანეთი ევროკავშირიდან გავიდეს, 65+ ასაკობროვი ჯგუფის წარმომადგენლებიდან კი ეროკავშირის დატოვება 61%-ს უნდა.

ეს გამოკითხვა Yougov-მა რეფერენდუმის დღეს, 23 ივნისს ჩაატარა.

ბრიტანელი ამომრჩევლების 51.9%-მა რეფერენდუმში მხარი ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა, ხოლო დარჩენა 48.1%-ს სურს.

როგორც ბრიტანული გამოცემები წერენ, ახალგაზრდა ამომრჩევლები, რომლებიც მხარს ევროკავშირში დარჩენას უჭერენ, ყველაზე დიდხანს მოუწევთ იმ გარემოში ცხოვრება, რასაც ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა მოიტანს.

გარდიანმა გამოაქვეყნა ახალგაზრდა ბრიტანელების მოსაზრებები, რომლებიც უმაყოფილო არიან იმით, რომ მათი ბედი სხვებმა გადაწყვიტეს:

“გვაქვს შანსი, რომ ქვეყანა პროგრესული მიმართულებით წავიყვანოთ. ევროკავშირიდან გასვლა არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მემარჯვენე რეაქციული ქვეყანა გავხდებით. ბრიტანული ღირებულებები არის ის, რაც ხალხს სურს, რომ ის იყოს. ვფიქრობ, რომ ყველა ბრიტანელი უნდა გაერთიანდეს იმ რასისტული რიტორიკის წინააღმდეგ, რომელიც ამ რეფერენდუმზე დომინირებდა,”- წერს 23 წლის ენტონი ჯონსონი ლონდონიდან.

 

23 ივნისს დიდ ბრიტანეთში ჩატარებულ რეფერენდუმის შედეგად, ევროკავშირიდან გასვლის პროცედურები დაიწყო EPA/HANNAH MCKAY

23 ივნისს დიდ ბრიტანეთში ჩატარებულ რეფერენდუმის შედეგად, ევროკავშირიდან გასვლის პროცედურები დაიწყო EPA/HANNAH MCKAY

მასალების გადაბეჭდვის წესი