ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რომის პაპი სომხეთშია

24 ივნისი, 2016 • 1496
რომის პაპი სომხეთშია

რომის პაპი ფრანცისკე სამდღიანი ვიზიტით სომხეთს ეწვია.

პაპი ფრანცისკე სომხეთში ქვეყნის პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის, სომხეთის კათოლიკოსის გარეგინ მეორისა და კათოლიკური სათვისტომოს მიწვევით ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში პაპი ფრანცისკე სომეხთა გენოციდის ხსოვნის კომპლექსსა და ქალაქ გიუმრს მოინახულებს.

ოფიციალური ინფორმაციით, სომხეთში დაახლოებით 150 ათასი კათოლოკე ცხოვრობს და ქვეყნის ტერიტირიაზე 14 კათოლიკური ეკლესიაა, მათ შორის ოთხი 2001 წლის, სომხეთში რომის პაპის ვიზიტის შემდეგ აშენდა.

სომხეთის კათოლიკური ეკლესიის განცხადებით, რომის პაპის ვიზიტი სომხეთში არა მხოლოდ კათოლიკე მრევლისთვის არის მნიშვნელოვანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი