ახალი ამბები

ევროკავშირის ლიდერები: ევროკავშირი ჩვენი საერთო პოლიტიკური მომავლის საყრდენია

24 ივნისი, 2016 • 1337
ევროკავშირის ლიდერები: ევროკავშირი ჩვენი საერთო პოლიტიკური მომავლის საყრდენია

ევროკავშირის ლიდერები აცხადებენ, რომ ევროკავშირი მათი საერთო პოლიტიკური მომავლის საყრდენია და ამავე დროს მოელიან, რომ გაერთიანებული სამეფოს მთავრობა გაუჭიანურებლად აღასრულებს რეფერენდუმის შედეგს.

ევროკავშირის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ევროპული საბჭო პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის, ევროპარლამენტის პრეზიდენტის, მარტინ შულცის, ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან-კლოდ იუნკერისა და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, მარტინ რუტეს გერთობლივი განცხადება.

განცხადების მიხედვით, დღეს, 24 ივნისს, ევროპული საბჭო პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, ევროპარლამენტის პრეზიდენტი მარტინ შულცი და ვროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი მარტინ რუტე ევროკომისიის პრეზიდენტის, ჟან-კლოდ იუნკერის მიწვევით ბრუსელში შეხვდნენ და ისაუბრეს გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებზე, მათ ერთობლივ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

“თავისუფალი და დემოკრატიული პროცესის გამოყენებით ბრიტანელმა ხალხმა გადაწყვიტა, რომ დატოვოს ევროკავშირი, რის გამოც ვწუხვართ, თუმცა პატივს ვცემთ ამ გადაწყვეტილებას.

ვართ უპრეცედენტო მდგომარეობაში, თუმცა ვართ ერთიანი საკუთარ პასუხში. ვდგავართ მყარად და დავიცავთ ევროკავშირის ძირითად ღირებულებებს, რომ დავიცვათ ევროკავშირის ხალხების მშვიდობა და კეთილდღეობა. 27 სახელმწიფოს კავშირი კვლავ აგრძელებს არსებობას. კავშირი არის ჩვენი საერთო მომავლის საყრდენი. ერთმანეთთან შეკავშირებული ვართ ისტორიით, გეოგრაფიითა და საერთო ინტერესებით და სწორედ ამ ბაზისზე გავაგრძელებთ თანამშრომლობას. ჩვენ ერთად მივმართავთ ჩვენს ძალისხმევას, ხელი შევუწყოთ ზრდას, კეთილდღეობას და განვამტკიცოთ უსაფრთხო და დაცული გარემო ჩვენი მოქალაქეებისთვის. ინსტიტუციები განახორციელებენ თავიანთ სრულ მონაწილეობას ამ მიზნების მისაღწევად.

ახლა მოველით, რომ გაერთიანებული სამეფოს მთავრობა აღასრულებს თავისი მოქალაქეების ამ გადაწყვეტილებას, რაც შეიძლება სწრაფად, რაოდენ მტკივნეულიც არ უნდა იყოს ის. ნებისმიერი გადავადება უსარგებლოდ გაახანგრძლივებს დაურწმუნებლობას.

ჩვენ გვაქვს წესები, რომლითაც თავს გავართმეთ ამ ყველაფერს შესაბამისი გზებით. ევროკაშირის შეთანხმების 50-ე მუხლი ადგენს იმ პროცედურებს, რაც უნდა გაიაროს ქვეყანამ, რომელიც ტოვებს ევროკავშირს. მზად ვართ სწრაფად დავიწყოთ მოლაპარაკებები გაერთიანებულ სამეფოსთან ევროკავშირის დატოვების პირობებსა და ვადებთან დაკავშირებით.

მანამ, სანამ ეს პროცესი არ დასრულდება, გაერთიანებული სამეფო რჩება ევროკავშირის წევრად, ყველა იმ უფლებითა და ვალდებულებით, რაც მას აქვს. გაერთიანებულ სამეფოსთან გაფორმებული შეთანხმებების თანახმად, ევროკავშირის კანომდებლობის მოქმედება ვრცელდება სრულად გაერთიანებულ სამეფოზე, სანამ ის იქნება ევროკავშირის წევრი.

2016 წლის 18-19 თებერვალს მიღწეული “ახალი შეთანხმება გაერთიანებულ სამეფოსა და ევროპის კავშირს შორის” წყვეტს ფუნქციონირებას. ხელახალი მოლაპარაკებები ამ საკითხზე აღარ გაიმართება.

რაც შეეხება გაერთიანებულ სამეფოს, იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალში ის იქნება ევროკავშირის ახლო მოკავშირე. მოველით, რომ გაერთიანებული სამეფო შემოგვთავაზებს თანამშრომლობის ფორმას. ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც გაფორმდება გაერთიანებულ სამეფოსთან, როგორც მესამე მხარესთან, გაატარებს ორივე მხარის ინტერესებს და დაბალანსებული იქნება უფლებებითა და ვალდებულებებით”, წერია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი