სახალხო დამცველის შეფასებით, 2016 წლის 22 ივნისს ბათუმში აქციის დაშლისას და რამდენიმე მონაწილის დაკავებისას პოლიციამ აქციის მონაწილეთა შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება, გამოხატვის თავისუფლება დააარღვია.

სახალხო დამცველის შეფასებით, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მოქმედებები გავიდა სამართლებრივი რეგულაციის სივრციდან. 

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ გონიოს მკვიდრი მოსახლეობის მშვიდობიანი აქციის სამართალდამცავი ორგანოების მიერ დაშლას არ გააჩნდა ლეგიტიმური საფუძვლები – აქციის მონაწილეებს არ დაურღვევიათ არც ერთი მოქმედი ნორმატიული აქტი, არ გადაუკეტავთ გზა, არ შეფერხებულა ავტომობილების ან ფეხით მოსიარულეთა გადაადგილება, არ არსებულა რაიმე საფუძველი, რაც პოლიციას სამართლებრივი სიკეთის დაცვის საჭიროებას გაუჩენდა.

საქართველოს სახალხო დამცველი წუხილს გამოთქვამს, რომ ხელისუფლება კვლავ არ გამოხატავს მზადყოფნას, დანერგოს გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო სტანდარტით განსაზღვრული პრინციპები, შეასრულოს ის პოზიტიური და ნეგატიური ვალდებულებები, რაც დადგენილია ევროპული სასამართლოს მიერ სხვადასხვა სახელმწიფოების წინააღმდეგ გამოტანილი არაერთი გადაწყვეტილებით

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას და საქართველოს პროკურატურას, გამოიკვლიოს გონიოს მკვიდრი პირების მშვიდობიანი აქციის სამართალდამცავი ორგანოების მიერ დაშლის ფაქტი და აქციის დაშლაში მონაწილე პოლიციელების ქმედებები.

2016 წლის 22 ივნისს ბათუმის საკრებულოსთან გონიოს მაცხოვრებელთა საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები მითხოვდნენ საკუთრების უფლების აღდგენას მიწის ნაკვეთებზე, რაც გაუუქმდათ 2010 წელს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *