ახალი ამბები

ტუსკი: გადაწყვეტილი გვაქვს შევინარჩუნოთ ევროკავშირი, როგორც 27 ქვეყნის გაერთიანება

24 ივნისი, 2016 •
ტუსკი: გადაწყვეტილი გვაქვს შევინარჩუნოთ ევროკავშირი, როგორც 27 ქვეყნის გაერთიანება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალ ტუსკი გამოეხმაურა გაერთიანებულ სამეფოში გამართული რეფერენდუმის შედეგებს და მას “პოლიტიკურად დრამატული მომენტი” უწოდა, განსაკუთრებით კი თავად გაერთიანებული სამეფოსთვის, რომლის ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი რეფერენდუმში მონაწილეების უმრავლესოვბამ.

“ეს არის ისტორიული მომენტი, თუმცა ჩვენ ვემზადებოდით ამ ნეგატიური სცენარისთვისაც. მე მქონდა საუბარი ევროკავშირის წევრი ქვეყნების პრეზიდენტებთან და პრემიერ-მინისტრებთან, ევროკავშირის ინსტიტუტების ხელმძღვანელებთან. დღეს, 27 ქვეყნის ლიდერზე დაყრდნობით, შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი შევინარჩუნოთ ჩვენი, როგორც 27 ქვეყნის გაერთიანება. ყველა ჩვენგანისთვის ევროკავშირი არის ჩვენი საერთო მომავლის სტრუქტურა”, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.

მისივე თქმით, გაერთიანებული სამეფოს გასვლა ევროკავშირიდან არ შექმნის სამართლებრივ ვაკუუმს ევროკავშირში, რადგან უფლებები და მოვალეობები ევროკავშირის რეგულაციებიდან გამომდინარე იმოქმედებს იმის მიუხედავად, იქნება თუ არა გაერთიანებული სამეფო ევროკავშირის წევრი.

“მე შევთავაზე, 27 ქვეყნის ფარგლებში ჩავატაროთ მომავალ კვირაში არაფორმალური ევროპული საბჭოს სამიტი”, – განაცხადა ტუსკმა. მისივე თქმით, მან ასევე შესთავაზა ლიდერებს, რომ დაიწყონ ევროკავშირის მომავლის შესახებ უფრო ფართო დისკუსია.

მასალების გადაბეჭდვის წესი