ახალი ამბები

საარჩევნო სიაში მოხვედრისას პრემიერ-მინისტრი თანემდებობიდან აღარ გადადგება

22 ივნისი, 2016 • 1258
საარჩევნო სიაში მოხვედრისას პრემიერ-მინისტრი თანემდებობიდან აღარ გადადგება

დღეს, 22 ივნისს პარლამენტმა 79 ხმით 1-ის წინააღმედ დაამკიცა კანონპროექტი “საქართველოს საარჩევნო კოდექსში” ცვლილებების შეტანის შესახებ,  რომლის თანახმად,  პრემიერ-მინისტრს თანამდებობიდან გადადგომა აღარ მოეთხოვება, თუ ის საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად იქნება წარდგენილი.

საარჩევნო კოდექსის მოქმედი რედაქციის თანახმად,  საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი საარჩევნო კომისიისთვის განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს მეორე დღისა, პრემიერ-მინისტრი დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგეს. კანონპროექტის ინიციატორები მიიჩნევენ, რომ  ნორმა არ შეესაბამება დემოკრატიული ქვეყნების ტრადიციას:

“პრემიერ-მინისტრი,  როგორც წესი, არჩევნებში გამარჯვებული პარტიის, საარჩევნო ბლოკის ან მმართველი კოალიციის პოლიტიკური ლიდერია და ახალ საპარლამენტო არჩევნებში შესაბამისს საარჩევნო სუბიექტს წარუძღვება. პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა საყოველთაოდ დაშვებული და გავრცელებული მოვლენაა. გარდა ამისა, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის პრემიერ-მინისტრის სავალდებულო გადადგომა გამოიწვევს მთავრობის გადადგომას და მთავრობის ახალი შემადგენლობის ფორმირების აუცილებლობას. ასეთი ვითარება კი საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე ახალი მთავრობის ფორმირება, რომელიც შესაძლოა ორი თვის შემდეგ მთლიანად შეიცვალოს, არანაირად არ შეესაბამება კონსტიტუციური სისტემის სტაბილურობის სახელმწიფოებრივ ინტერესს “, – აღნიშნულია განმარტებით ბარათში, რომლის ავტორები საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე, “რესპუბლიკელი” ვახტანგ ხმალაძე და “კონსერვატორი” ზვიად ძიძიგური არიან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი