ახალი ამბები

მლეთაში “ლომისობაზე” მაშველების დახმარება უკვე 25 ადამიანს დასჭირდა

22 ივნისი, 2016 • 2145
მლეთაში “ლომისობაზე” მაშველების დახმარება უკვე 25 ადამიანს დასჭირდა

სოფელ მლეთაში, სადაც დღეს ლომისობის დღესასწაულს აღნიშნავენ, მაშველებმა უკვე 25 ადამიანს გაუწიეს დახმარება. როგორც ნეტგაზეთს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, მომლოცველებს რთული რელიეფის გამო მთაზე გადაადგილება უჭირთ და მაშველების დახმარებაც სწორედ ამ დროს სჭირდებათ.

უწყებაში აცხადებენ, რომ დახმარებაში იგულისხმება გადაადგილება და სამედიცინო მომსახურება, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შსს-ს ცნობით, სერიოზული დაზიანება ჯერჯერობით არავის მიუღია.

მლეთაში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველები დილიდან არიან მობილიზებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი