ახალი ამბები

აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა 27 ივნისს გაიმართება

22 ივნისი, 2016 • 1826
აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა 27 ივნისს გაიმართება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხში, ზურაბ აბაშიძე 27 ივნისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, გრიგორი კარასინს შეხვდება. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის  საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრას ასევე დაესწრებიან ორი ქვეყნის სატრანსპორტო უწყებების წარმომადგენლები.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კონსულტაციების ფარგლებში იგეგმება ქართულ-რუსული ორმხრივი ურთიერთობის პრაქტიკული საკითხების განხილვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი