ახალი ამბები

ჯაბა იოსელიანის გადასვენების მოთხოვნა სხვადასხვა უწყებებს დაეგზავნათ

27 იანვარი, 2012 •
ჯაბა იოსელიანის გადასვენების მოთხოვნა სხვადასხვა უწყებებს დაეგზავნათ

საინიციატივო ჯგუფმა ჯაბა იოსელიანის დიდუბის პანთეონიდან გადასვენების მოთხოვნა და მოგროვილი ხელმოწერები თბილისის მერიას, თბილისის საკრებულოს და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის  სამინისტროს გადასცა.

როგორც საინიციატივო ჯგუფის წევრები აცხადებენ, გადაცემული ხელმოწერების რაოდენობა 1000–მდეა, თუმცა ხელმოწერების შეგროვება კვლავ გრძელდება.

“ამ აქციის წარმატება არა რომელიმე პოლიტიკოსზე, არამედ თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული. ხელმოწერების აქცია გაგრძელდება მანამდე, სანამ ჩვენს მიზანს არ მივაწღევთ”, – აცხადებს აქციის ორგანიზატორი მიხეილ ჯაფარიძე.

ხელმოწერების მოგროვება 20 იანვრიდან დაიწყო. ამჟამად სოციალურ ქსელ facebook-ზე სპეციალურად ამ საკითხთან დაკავშირებით შექმნილ ჯგუფში 2000–ზე მეტი ადამიანია გაწევრიანებული.

ამავე თემაზე:

სპეციალური განცხადება ჯაბა იოსელიანის გადასვენებასთან დაკავშირებით

“გადავასვენოთ ჯაბა იოსელიანი პანთეონიდან!”

მასალების გადაბეჭდვის წესი