როგორც საინიციატივო ჯგუფის წევრები აცხადებენ, გადაცემული ხელმოწერების რაოდენობა 1000–მდეა, თუმცა ხელმოწერების შეგროვება კვლავ გრძელდება.
“ამ აქციის წარმატება არა რომელიმე პოლიტიკოსზე, არამედ თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული. ხელმოწერების აქცია გაგრძელდება მანამდე, სანამ ჩვენს მიზანს არ მივაწღევთ”, – აცხადებს აქციის ორგანიზატორი მიხეილ ჯაფარიძე.
ხელმოწერების მოგროვება 20 იანვრიდან დაიწყო. ამჟამად სოციალურ ქსელ facebook-ზე სპეციალურად ამ საკითხთან დაკავშირებით შექმნილ ჯგუფში 2000–ზე მეტი ადამიანია გაწევრიანებული.
ამავე თემაზე:
სპეციალური განცხადება ჯაბა იოსელიანის გადასვენებასთან დაკავშირებით
