რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მე-4 ტურში ‪საქართველომ იტალიის ნაკრები 18-17  დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების რიგებში ლელოები დადეს მატარაძემ, გორგაძემ და მიმინოშვილმა.

მართალია, საქართველოს ნაკრებმა მიმდინარე ჩემპიონატზე უკვე წააგო ახალ ზელანდიასთან, ირლანდიასა და უელსთან, თუმცა 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ყველა ადგილი თამაშდება, შესაბამისად,  ეს გამარჯვება მეცხრე ადგილის ნახევარფინალში ქართველი მორაგბეებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *