ახალი ამბები

ირაკლი რუხაძე “იმედის” სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე გახდა

20 ივნისი, 2016 • 1989
ირაკლი რუხაძე “იმედის” სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე გახდა

ირაკლი რუხაძე ტელეკომპანია “იმედის” სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე გახდა. რის გამოც ნათელა სახოკია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ტოვებს. შესაბამისი განცხადება პარლამენტის ბიურომ დღეს, 20 ივნისს მიიღო ცნობად.

“ჩემი ვაჟი, ირაკლი რუხაძე გახდა ტელეკომპანია “იმედის” სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე. “საქართველოს კანონის მაუწყებლობის შესახებ” თანახმად, მე აღარ მაქვს უფლება მეკავოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის თანამდებობა. შესაბამისად, დღეიდან ამ საბჭოს წევრი ვეღარ ვიქნები,” – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც ნათელა სახოკიამ პარლამენტს 13 ივნისს გაუგზავნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი