ახალი ამბები

ბელგიაში პოლიციამ ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვაში ეჭვმიტანილები დააკავა

18 ივნისი, 2016 •
ბელგიაში პოლიციამ ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვაში ეჭვმიტანილები დააკავა

ბელგიის პოლიციამ მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში 12 ადამაინი დააკავა.

პროკურატურის განცხადებთ, დაკავებული ეჭმიტანილები არიან ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვაში. საერთო ჯამში, პოლიციამ 40 ადამიანი დაკითხა, ასევე გაჩხრიკეს 152 ავტოფარეხი.

როიტერის ინფორმაციით, ჩხრეკის დროს არ უპოვიათ ასაფეთქებელი ნივთიერებები და იარაღი

ჩხრეკა ბელგიის 16 მუნიციპალიტეტში, ძირითადად ბრიუსელის მახლობლად ჩატრადა. ბელგიის პრემიერ-მინისტრის, ჩარლზ მიშელის განცხადებით, საჯარო ღონისძიებებზე გამკაცრებული იქნება უსაფრთხოების ზომები. მან საზოგადოებას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

საფრანგეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ტერორიზმში ეჭვმიტანილები დაინახეს ბრიუსელის ცენტრში იმ ადგილას, სადაც დღეს, 18 ივნისს, გინაგტურ ეკრანებზე უნდა აჩვენონ ევრო 2016-ის საფეხბურთო მატჩი ბელგიასა და ირლანდიას შორის.

ბრიუსელის აეროპორტზე თავდასხმიდან უკვე სამ თვეზე მეტია გასული. 22 მარტს ბრიუსელის აეროპორტში ტერორისტული თავდასხმის შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი