ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

იტალიაში აფხაზეთის კულტურის ინსტიტუტი გახსნეს

18 ივნისი, 2016 • 2078
იტალიაში აფხაზეთის კულტურის ინსტიტუტი გახსნეს

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იტალიაში მყოფმა აფხაზეთის საგარეო უწყების დელეგაციამ რომში  დიმიტრი გულიას სახელობის აფხაზეთის კულტურის ინსტიტუტი გახსნა.

ინსტიტუტის მთავარი მიზანი, როგორც აფხაზეთის წარმომადგენლები განმარტავენ, საზღვარგარეთ აფხაზეთის კულტურის, ხელოვნების, ისტორიისა და ტრადიციების პოპულარიზაციაა.

ინსტიტუტის გახსნის ცერემონიაზე საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ვიაჩესლავ ჩირიკბა, მისი მოადგილე, კან ტანია,  ამავე უწყების საინფორმაციო განყოფილების უფროსი, თენგიზ ტარბა იმყოფებოდნენ.

“გახსნის ცერემონიის შემდეგ ჩირიკბამ პრესკონფერენცია და  “ევროპა-აფხაზეთი” ასოციაციის ოფისის ინაუგურაცია გამართა. “ევროპა-აფხაზეთი” 2015 წლის 16 სექტემბერს დაფუძნდა და პირველი ორგანიზაციაა,  რომელიც ევროპაში ოფიციალურად დარეგისტრირდა აფხაზეთის პასპორტების მეშვეობით”, – ნათქვამია ოფიციალურ ინფორმაციაში.

“წმინდა პეტრეს მოედანზე პაპ ფრანცისკეს ვუსმენდი, რომელიც ასოციაცია “ევროპა-აფხაზეთი” წარმომადგენლებს [ამ შემთხვევაში მე]  მიესალმა. სასიამოვნო მოსასმენი იყო, როდესაც მთელ  მოედანზე პაპმა ჩვენი ქვეყნის, აფხაზეთის სახელწოდება წარმოთქვა. რის შემდეგაც გვერდით მდგარმა ჩემთვის უცნობმა პირებმა აფხაზეთზე კითხვები დამაყარეს”, – წერს აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, კან ტანია.

 

რომში აფხაზეთის კულტურის ცენტრის გახსნის შესახებ საქართველოს საგარეო უწყებას განცხდება არ გაუკეთებია. საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსთან” გაკეთებულ კომენტარში საქართველოს ელჩმა იტალიაში, კახა სიხარულიძემ განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა ცენტრს ფუნქციონირების საშუალება არ მიეცეს.

აფხაზეთის კულტურის ცენტრის გახსნა რომში; ფოტო: აფხაზეთის საგარეო უწყება

აფხაზეთის კულტურის ცენტრის გახსნა რომში; ფოტო: აფხაზეთის საგარეო უწყება

მასალების გადაბეჭდვის წესი