ახალი ამბები

უტიაშვილი: ცხინვალის რეგიონში დაკავებული ქართველები თავისუფლები არიან

24 იანვარი, 2012 • • 1119
უტიაშვილი: ცხინვალის რეგიონში დაკავებული ქართველები თავისუფლები არიან

შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის, შოთა უტიაშვილის განცხადებით, 22 იანვარს ცხინვალის რეგიონში “საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის” მოტივით დაკავებული საქართველოს ოთხი მოქალაქე თავისუფალია.

“ნეტგაზეთთან” საუბარში უტიაშვილმა აღნიშნა, რომ ქართველები გუშინ გაათავისუფლეს.

ცნობისთვის, 22 იანვარს, 13:25 საათზე, რუსეთის სასაზღვრო სამმართველოს თანამშრომლებმა ცხინვალის რაიონის სოფელ დისევთან ახლოს საქართველოს 4 მოქალაქე “საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის” მოტივით დააკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი