ახალი ამბები

ბრიტანელი პარლამენტარის მკვლელობაში ეჭვმიტანილს სავარაუდოდ ნეონაცისტურ ჯგუფთან ჰქონდა კავშირი

17 ივნისი, 2016 • 1534
ბრიტანელი პარლამენტარის მკვლელობაში ეჭვმიტანილს სავარაუდოდ ნეონაცისტურ ჯგუფთან ჰქონდა კავშირი

კაცს, რომელიც პოლიციამ ბრიტანელი პარლამენტარის, ჯო კოქსის მკვლელობასთან დაკავშირებით დააკავა, ჰქონდა კავშირები აშშ-ში ბაზირებულ ნეონაცისტურ ორგანიზაციასთან – ამის შესახებ The Washington Post წერს იმ ჯგუფის ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც ექსტრემისტთა ქცევას იკვლევს.

მათივე ცნობით, წარსულში დაკავებულმა გამოიწერა გზამკვლევი, სადაც ახსნილი იყო, თუ როგორ შეიძლება აეწყო თოფი სახლის პირობებში.

ბრიტანეთის პარლამენტის წევრი, ლეიბორისტი ჯო კოქსი ცეცხლსასროლი იარაღით და დანით მიყენებული ჭრილობების შედეგად 16 ივნისს გარდაიცვალა.

შემთხვევა დასავლეთ იორკშირში მოხდა. 41 წლის ჯო კოქსი, რომელსაც მიყენებული ჭრილობების გამო სისხლდენა ჰქონდა, თავდამსხმელმა ადგილზე მიატოვა და მიიმალა. თუმცა პოლიციამ შემთხვევის ადგილის მახლობლად 52 წლის მამაკაცი დააკავა.

პოლიციამ ასევე განაცხადა, რომ ორი თვის წინ, მარტში დააკავეს სხვა მამაკაცი, რომელიც ჯო კოქსს შეურაცხმყოფელ შეტყობინებებს უგზავნიდა.

ჯო კოქსი ინკლუზიური და მულტიკულტურული ბრიტანეთის იდეის მომხრე იყო. იგი ეწინააღმდწგებოდა იმიგრანტების წინააღმდეგ მტრულად განწყობილთა ტალღას. იგი რეფერენდუმამდე – უნდა დარჩეს თუ არა ბრიტანეთი ევროკავშირში- ერთი კვირით ადრე მოკლეს. რეფერენდუმი 23 ივნისს არის დანიშნული.

ჯერ არ არის ცნობილი ოფიციალური ინფორმაცია, თუ რა შეიძლებოდა გამხდარიყო მკვლელობის მოტივი, თუმცა ბრიტანულმა მედიასაშუალებებმა, მათ შორის, გარდიანმა და BBC-იმ, მოწმეებზე დაყრდნობით განაცხადეს, რომ თავდამხსმელმა როგორც თავდასხმის დროს, ასევე შემდგომ, დაიძახა- “ბრიტანეთი უპირველეს ყოვლისა”.

“ბრიტანეთი უპირველეს ყოვლისა” არის ბრიტანული რადიკალური მემარჯვენე ჯგუფი, რომელიც მუსლიმების საწინააღმდეგო პროვოკაციულ გამოსვლებს აწყობს. ამ თავდასხმის შემდეგ მათ გამოაქვეყნეს განცხადება, სადაც ამ საქმეში ყოველგვარი ჩართულობა უარყვეს და განაცხადეს, რომ მსგავსი ქცევა არასოდეს წაუხალისებიათ.

ფოტორეპორტაჟი მომზადებულია ევროპის პრესფოტოსააგენტოს (EPA) ფოტოების მიხედვით.

ჯო კოქსის ხსოვნის პატივსაცემად დაწყობილ ყვალილებთან არის წარწერა ლტოლბილებისგან "ჯო, ჩვენ გავგრძელებთ შენ ბროლას უკეთესი მსოფლიოსთვის, რომლისაც შენ გჯეროდა" © EPA 17.06.2016

ჯო კოქსის ხსოვნის პატივსაცემად დაწყობილ ყვალილებთან არის წარწერა ლტოლბილებისგან “ჯო, ჩვენ გავგრძელებთ შენ ბროლას უკეთესი მსოფლიოსთვის, რომლისაც შენ გჯეროდა” © EPA 17.06.2016

ბრიტანეთში ჯო კოქსს გლოვობენ © EPA 17/.06.2016

ბრიტანეთში ჯო კოქსს გლოვობენ © EPA 17/.06.2016

მოქალაქე დებს ყვავილს მოკლული პარლამენტარის, ჯო კოქსის ფოტსთან © EPA 17.06.2016

მოქალაქე დებს ყვავილს მოკლული პარლამენტარის, ჯო კოქსის ფოტსთან © EPA 17.06.2016

პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი, ლეიბორისტი პარლამენტარი ჰილარი ბენი და ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ჯერემი კორბინი პატივს მიაგებენ ჯო კოქსის ხსოვნას © EPA 17.06.2016

პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი, ლეიბორისტი პარლამენტარი ჰილარი ბენი და ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ჯერემი კორბინი პატივს მიაგებენ ჯო კოქსის ხსოვნას © EPA 17.06.2016

პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი, ლეიბორისტი პარლამენტარი ჰილარი ბენი, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ჯერემი კორბინი და მოქალაქეები პატივს მიაგებენ ჯო კოქსის ხსოვნას © EPA 17.06.2016

პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი, ლეიბორისტი პარლამენტარი ჰილარი ბენი, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ჯერემი კორბინი და მოქალაქეები პატივს მიაგებენ ჯო კოქსის ხსოვნას © EPA 17.06.2016

ბრიტანეთის დროშა პარლამენტარ, ჯო კოქსის მკვლელობის გამო დაშვებულია © EPA 17.06.2016

ბრიტანეთის დროშა პარლამენტარ, ჯო კოქსის მკვლელობის გამო დაშვებულია © EPA 17.06.2016

მასალების გადაბეჭდვის წესი